ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს 10 ოქტომბერს პარიზში შეხვდება. ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“ეს შეხვედრა შესაძლებლობა იქნება [საფრანგეთის] რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის ხელახლა დაადასტუროს საფრანგეთის ერთგულება, გააგრძელოს გრძელვადიან პერიოდში და ყველა მის პარტნიორთან ერთად უკრაინისთვისა და უკრაინელი ხალხისთვის ურყევი მხარდაჭერა” – ნათქვამია ელისეს სასახლის განცხადებაში.

გარდა ამისა, ვოლოდიმერ ზელენსკი, 11 ოქტომბერს, რომის პაპს ფრანცისკეს შეხვდება.

 

რომის პაპი ფრანცისკე უკრაინის პრეზიდენტს 11 ოქტომბერს შეხვდება

მსგავსი თემები