“უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს”- პიტერ სიიარტო

“უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომის დაწყება გამოიწვიოს” – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

„ვფიქრობ, ნებისმიერს, ვინც ამ საკითხზე ნათელი გონებით ფიქრობს, არ სურს ასეთი საფრთხის შექმნა. ამიტომ უნგრეთის პოზიცია ნათელია: უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება შეუძლებელია“,– განაცხადა სიიარტომ.

მისივე ინფორმაციით, ამ პოზიციას დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების დროს იზიარებს ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების უმრავლესობა.

მსგავსი თემები