,,ქართველი ხალხის გულები ევროპისთვის ძგერს, ,,ქართული ოცნება” ცდილობს, ქვეყანა ისევ რუსულ კოშმარში დააბრუნოს” – გლუკსმანი

,,ქართველი ხალხის გულები ევროპისთვის ძგერს. ,,ქართული ოცნება” ცდილობს, ქვეყანა ისევ რუსულ კოშმარში დააბრუნოს”, – თქვა ევროპარლამენტარმა რაფაელ გლუკსმანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, სადაც საქართველოს საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობდა.

,,ქართველი ხალხის გულები ევროპისთვის ძგერს. საქართველოს ქალაქებში ახალგაზრდები ევროკავშირის დროშას აფრიალებენ, როგორც სიმბოლოს თავისუფლებისა და ღირსებისა. ჩვენ მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ შეუძლებელია კრემლთან გარიგება და ამავე დროს ევროპული გზით სიარული.

შეუძლებელია თავისუფლებას ახშობდე ახალი კანონებით და თან ევროპისკენ მიდიოდე. შეუძლებელია, უვადოდ გყავდეს დაპატიმრებული სააკაშვილი და თან ევროპისკენ მიდიოდე. ,,ქართული ოცნება” ცდილობს, ქვეყანა ისევ რუსულ კოშმარში დააბრუნოს, ამიტომ ევროპამ ხმამაღლა უნდა თქვას, რომ ქართველი დემოკრატების გვერდით დგას”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მსგავსი თემები