„გახსოვთ, იყო „შალიკოს ფანჩატური“, დღეს გვაქვს „სალომეს ფანჩატური“- კახა კალაძე

“მივესალმები იმას, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავის რადიკალებთან ერთად „ქართული ოცნების“ გამარჯვებას იზეიმებს” – ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტის,  განცხადება იმის შესახებ, რომ არჩევნების დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში მოწყობილი იქნება საკოორდინაციო პლატფორმა.

როგორც მერმა განაცხადა, საზოგადოებას მსგავსი „ფანჩატური“ ბევრი უნახავს, მაგრამ მთავარია, ვინ არიან მისი წარმომადგენლები.

„გახსოვთ, იყო „შალიკოს ფანჩატური“, დღეს გვაქვს „სალომეს ფანჩატური“. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რა ერქმევა ამ ფანჩატურებს, მთავარია შიგთავსი რა არის და ვინ არიან ამ ყველაფრის წარმომადგენლები. მისასალმებელია ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ რადიკალებთან ერთად „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ უმრავლესობას იზეიმებს”,-განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები