„ჩინეთი და რუსეთი რთულ პერიოდში მუდმივად გვერდში გვიდგანან“- ირანის პრეზიდენტი

„აშშ-მა უნდა გააცნობიეროს რეალობა და ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, რომ ირანს არ ექნება რეაგირება ზეწოლაზე, გაიგოს, რომ ირანის თავდაცვის დოქტრინა არ შეიცავს ბირთვულ იარაღს“- განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა.

გარდა ამისა, ირანის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ჩინეთსა და რუსეთთან მეგობრობას.

„ჩინეთი და რუსეთი რთულ პერიოდში მუდმივად გვერდში გვიდგანან. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ მეგობრობას. რუსეთი ირანის ღირებული სტრატეგიული მოკავშირე და მეზობელია, ჩემი ადმინისტრაცია დარჩება ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაღრმავების ერთგული. ირანელმა ხალხმა მანდო ძლიერი მანდატი, რათა განვაგრძო კონსტრუქციული ჩართულობა საერთაშორისო ასპარეზზე და დაჟინებით მოვითხოვო ჩვენი უფლებების დაცვა, ღირსება და დამსახურებული როლი რეგიონსა და მსოფლიოში“ -განაცხადა პეზეშკიანმა.

 

მსგავსი თემები