„რუსეთის კონტრშეტევა კურსკის რეგიონში შეჩერებულია, მისი ტერიტორიის ნაწილი რჩება უკრაინის კონტროლის ქვეშ“- განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის წარმომადგენელმა ალექსეი დმიტრაშკოვსკიმ.
ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ რუსეთის ჯარებმა “მცირე წარმატებას” მიაწიეს.
“რუსები ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში შევიდნენ. მათ მეორე დასახლებული პუნქტისთვის დაიწყეს ბრძოლა, მაგრამ ამით ყველაფერი დამთავრდა” – განაცხადა დმიტრაშკოვსკიმ.