ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთის სანაპირო ზოლზე, ამ დროისთვის, 4 ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის გამოც ბანაობა აკრძალულია.
მათ ცნობით, დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +25 გრადუსი იქნება.
ზღვაში ბანაობა უამინდობის გამო, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე იქნება აკრძალული.