ლა-მანშის სრუტის გადალახვის მცდელობისას რვა ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთიდან ინგლისში მოსახვედრად ლა-მანშის სრუტის გადალახვის მცდელობისას რვა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბიბისი“ საფრანგეთის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს  ინფორმაციას.

რეზინის ნავმა, რომელზეც 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა, სანაპიროდან გასვლის შემდეგ მალევე დაიწყო ჩაძირვა, თუმცა საფრანგეთის სანაპირო დაცვამ ზღვაში დახმარების აღმოჩენა ვერ შეძლო.

მომხდართან დაკავშირებით საფრანგეთის ხელისუფლების მიერ დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი თემები