ფინეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

ფინეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიაწვდის. ეს რიგით 25-ე დახმარების პაკეტია, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 118 მილიონი ევროა. მთლიანობაში, ფინეთმა უკრაინას 2,3 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გაუწია, იუწყება სამხედრო დეპარტამენტი.

,,უკრაინაში სამხედრო ვითარება კვლავ მძიმეა. დაპირებისამებრ, ფინეთი გააგრძელებს ფინანსურ დახმარებას. ჩვენი გზავნილი ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის არის, რომ არ უნდა დავნებდეთ”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა.

მსგავსი თემები