მარნეულში ერთ-ერთ ბიზნესმენის სახლში ხელყუმბარა ისროლეს

მარნეულში ერთ-ერთ ბიზნესმენის სახლში ხელყუმბარა ისროლეს. არსებული ინფორმაციით, ე.წ. ,,ქურდული სამყაროს” მხარდამჭერებმა ბიზნესმენს დიდი ოდენობით თანხა მოსთხოვეს. მან აღნიშნულზე უარი თქვა, დილით კი სახლში ხელყუმბარა ესროლეს. ხელყუმბარა არ აფეთქდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე გამოიძახეს პოლიცია და დაწყებულია გამოძიება. მომხდართან დაკავშირებით სამი ადამიანი დააკავეს.

მსგავსი თემები