„საქართველოში ახლა უკიდურესად სამწუხარო ვითარებაა”- ეუთო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი

„საქართველოში თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, ბოლო წლებში მომხდარი უკუსვლის შემოტრიალების პერსპექტივები გაჩნდება“- ამის შესახებ ეუთო-ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა და “საერთაშორისო მშვიდობისთვის კარნეგის ფონდის” ვიცე-პრეზიდენტმა, დენ ბაერმა სომხეთის თემატიკას მიძღვნილ ჰელსინკის კომისიის სხდომაზე განაცხადა.

„საქართველოში ახლა უკიდურესად სამწუხარო ვითარებაა. კერძოდ კი, ბოლო წლების განმავლობაში ქართული დემოკრატიის უკუსვლა გულსატკენი იყო ბევრი ჩვენგანისთვის, ვინც საქართველოს რამდენიმე წლის წინ ნათელ შუქად ხედავდა. საქართველო დადანაშაულებული იყო იმაში, რომ სანქციებისთვის გვერდის ასავლელ „მილს“ წარმოადგენდა და რუსეთში ისეთ საქონელს ექსპორტირებდა, რომელთა რუსეთში ექსპორტიც არ უნდა მომხდარიყო. ახლანდელმა მთავრობამ ფაქტობრივად გადააკოპირა რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს [აგენტებად] რეგისტრაციას აიძულებს“- განაცხადა დენ ბაერმა.

მსგავსი თემები