“ვხედავთ რა ნაბიჯებს გეგმავენ მოსკოვში, შესაბამისად ვიმოქმედებთ”- ზელენსკი

ვხედავთ რა ნაბიჯებს გეგმავენ მოსკოვში და შესაბამისად ვიმოქმედებთ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“მოვისმინე, დაზვერვის ანგარიშები – დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის – დაწვრილებით უკრაინის ხელთ არსებული შესაძლებლობების, ასევე საფრთხეების შესახებ. ვხედავთ რა ნაბიჯებს გეგმავენ მოსკოვში, შესაბამისად ვიმოქმედებთ – იმდენად მკაცრად, როგორც ეს საჭიროა უკრაინისთვის. მინდა ახლა ყველას ვუთხრა მსოფლიოში, ვისაც ჯერ კიდევ რამენაირად სურს პუტინის დახმარება: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ არა უბრალოდ ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის დასაცავად, არამედ მსოფლიოს რეალური კონსოლიდაციისთვის ძლიერი პასუხებისთვის ომის გაჩაღებაზე ან ომის გაგრძელების ნებისმიერ მცდელობაზე” – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები