კანადა რუსეთს დამატებით სანქციებს უწესებს

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, მელანი ჯოლის განცხადებით, კანადა რუსეთის წინააღმდეგ  დამატებით სანქციებს აწესებს. კანადის მიერ დაწესებული ახალი სანქციები 43 სამხედრო თანამდებობის პირსა და 17 სუბიექტს შეეხება.

„რუსული ომის მანქანის აღმაშფოთებელი ქმედებები არ მიეცემა დავიწყებას და კანადა მის პასუხისგებაში მიცემის მიზნით გააგრძელებს თავის პარტნიორებთან მუშაობას საერთაშორისო საზოგადოებაში. კანადა უკრაინის გვერდით დგას“, – განაცხადა  ჯოლიმ.

 

მსგავსი თემები