“საქართველოს სპორტი არ სჭირდება?”- გია ვოლსკის პასუხი თუ რატომ მოხვდნენ სიაში სპორტსმენები

“ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენს პროგრამაში” – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ იმის შესახებ საუბრისას, თუ რატომ მოხვდნენ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში სპორტსმენები, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი.

„ჩვენი ოპონენტები შეეცდებიან, რომ ამა თემას აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაცია შესძინონ. საქართველოს სპორტი არ სჭირდება და კულტურა არ სჭირდება? – თუ ეს დარგი უკვე იმდენად განვითარებულია, რომ არაფერი აღარ სჭირდება, რომ აღარ არის საჭირო არც სპორტსმენი, არც გამოჩენილი ადამიანი, თავის ქვეყნის მიმართ დამოკიდებულების გამომხატავი? სპორტსმენებთან დაკავშირებით არის წარმოდგენა, რომ თითქოს, მან მარტო სპორტი იცის ან მარტო სიმძიმის აწევა, ჭიდაობა თუ ფეხბურთი. აქ იმ ადამიანებზეა ლაპარაკი, რომელთაც იციან, რა სჭირდება ახალგაზრდობას“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

მსგავსი თემები