ქართველი პარასპორტსმენი მეოთხედფინალში გავიდა

პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე პარაძიუდოისტმა ლაშა ყიზილაშვილმა ​(90 კგ – J2) პირველი გამარჯვება მოიპოვა.  ქართველმა პარასპორტსმენმა ყაზახ შმაგულულის იპონით მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა. მისი მეტოქე ფრანგი პარაძიუდოისტი იქნება.

დღეს პარალიმპიადზე გამომსვლელი მეორე ქართველი რევაზ ჩიკოიძე ​(+90 კგ – J2) ტურნირზე ასპრეზობას რამდენიმე წუთში დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე შვიდი მედალია.

მსგავსი თემები