ბესლანის ტრაგედიიდან 20 წელი გავიდა

ბესლანის სკოლაში დატრიალებული ტრაგედიიდან 20 წელი გავიდა.  2004 წლის 1 სექტემბერს, ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანის #1 სკოლაში ტერორისტები შეიჭრნენ და პედაგოგები, მშობლები და ბავშვები მძევლად აიყვანეს. ტერორისტები ჩეჩნეთის ტერიტორიიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას ითხოვდნენ.

რუსეთმა სკოლის შენობის შტურმი ორი დღის მერე, 3 სექტემბერს დაიწყო, რა დროსაც 334 ადამიანი, მათ შორის 186 ბავშვი დაიღუპა. აღნიშნული სპეცოპერაციის გარშემო არსებული კითხვები დღემდე პასუხგაუცემელია.

2017 წელს ევროსასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო ტერაქტის აღკვეთის დროს რისკების მინიმუმამდე შემცირება და მძევალთა ნაწილი უსაფრთხოების სამსახურების შეუსაბამო ქმედებების შედეგად დაიღუპა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დაღუპულთა ოჯახებისთვის 3 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.

 

მსგავსი თემები