“კახი კალაძემ ყველაზე კარგად იცის, რას მოელიან თბილისელები მისგან” – გიორგი გახარია

“დღევანდელი ღონისძიება არის იმის დამადასტურებელი, რამდენად ეფექტურად მუშაობს დღეს მერია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისის მერის, კახა კალაძის საქმიანობის ორწლიანი ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კახი კალაძემ კარგად იცის, რას მოელიან თბილისელები მისგან. პრემიერი დარწმუნებულია, რომ თბილისის მერი სრულად შეასრულებს ყველა ვალდებულებას, რომელიც მას გააჩნია ქალაქის წინაშე.

“მთავარია, რომ თბილისში თითოეული მოქალაქე გრძნობს და აქვს შეხება იმასთან, როგორ ვითარდება და როგორი მეტად ევროპული ხდება ეს ქალაქი. მე დარწმუნებული ვარ, კახი კალაძემ ყველაზე კარგად იცის, რას მოელიან თბილისელები მისგან და დარწმუნებული ვარ, რომ ის სრულად შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც მას გააჩნია ქალაქის წინაშე. ვუსურვებ მას წარმატებებს და ვთვლი, რომ ის, რაც ჩვენ დღეს ვნახეთ, ამ წარმატების ერთ-ერთი ყველაზე აშკარა დამადასტურებელი ფაქტი იყო”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები