ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, პოპულაციების მართვის ახალი ცენტრის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, პოპულაციების მართვის ახალი ცენტრის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროქტის ფარგლებში, ეწყობა ინდივიდუალური ვოლიერები, ლაბორატორია და საოპერაციო ბლოკი პოსტ-ოპერაციული სივრცით. შენობები უზრუნველყოფილი იქნება როგორც სავენტილაციო და საკანალიზაციო, ასევე, გათბობა-გაგრილების ელექტრო სისტემებით. გარდა ამისა, თავშესაფრის სრული პერიმეტრი ღობით შემოისაზღვრება.

აღსანიშნავია, რომ ახალი ცენტრი იზოლირებული იქნება არსებული თავშესაფრის შენობისგან და აქ ცხოველების გადაყვანა მხოლოდ სტერილიზაცია-კასტრაციის მიზნით მოხდება. აღნიშნული მოწყობის წესი მნიშვნელოვანია დაავადებების მართვის ეფექტურობის თვალსაზრისით.

პოპულაციის მართვის ახალი ცენტრი მნიშვნელოვნად გაზრდის სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების რაოდენობას და კიდევ უფრო ეფექტურს გახდის პოპულაციის მართვის პროცესს, რაც მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობის ხარისხის ზრდის პირდაპირპროპორციულია.

მსგავსი თემები