ინდოეთის 90-ზე მეტი მოქალაქე რუსეთმა ომში მოტყუებით წაიყვანა

ინდოეთის 90-ზე მეტი მოქალაქე უკრაინის ომში რუსეთის მხარეს საბრძოლველად მოტყუებით წაიყვანეს, მათგან სულ ცოტა 8 ომში დაიღუპა. ინდოეთის პარლამენტის დეპუტატის თქმით, ვერ ხერხდება დაღუპულთა ცხედრების სამშობლოში გადასვენება.

როგორც დეპუტატი ამბობს, ინდოეთის მოქალაქეთა უმრავლესობა რუსეთში სამუშაოს დაპირებით ხვდება, შემდეგ კი თარჯიმნის გარეშე, იძულებით ხელს აწერინებენ თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტს.

ცნობისთვის, ინდოეთის გამოძიების ცენტრალურმა ბიურომ [CBI] ჯერ კიდევ მარტში გამოააშკარავა რუსული ტრეფიკინგის სქემა, რომლის მიხედვითაც, ინდოელ ახალგაზრდებს რუსეთში სამსახურს ჰპირდებოდნენ და ომში უშვებდნენ.

მსგავსი თემები