რუსეთმა აშშ-ის 92 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

მოსკოვმა ამერიკის იმ მოქალაქეების სია გაზარდა, რომლებსაც რუსეთში შესვლა ეკრძალებათ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადდა შეერთებული შტატების კიდევ 92 მოქალაქე. სანქციები შეეხება The New York Times-ის, The Washington Post-ის, The Wall Street Journal-ისა და სხვა გავლენიანი გამოცემების ჟურნალისტებსაც.

კრემლი მათ რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებასა და ჰიბრიდული ომის ხელშეწყობაში ადანაშაულებს.

მსგავსი თემები