„საქართველოს მოსახლეობას ღრმად ესმის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულება“ – ენტონი ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მიუხედავად და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია გრძელდება, ქართველმა ხალხმა აჩვენა ურყევი სიმტკიცე ევროატლანტიკური მომავლის განსახორციელებლად. ჩვენ ვაღიარებთ და ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქცევას, მათ შორის 2008 წელს რუსეთის შეჭრას საქართველოში და შემდგომ და მიმდინარე ოკუპაციაში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აცხადებს სახელმწიფო მდივანი.

ენტონი ბლინკენი ორი ქვეყნის მრავალწლიან ურთიერთობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ  აშშ საქართველოს მხარდამჭერი რჩება.

„ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის 31 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული განვითარების წინსვლის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, კანონის უზენაესობის გაძლიერების, ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და წარმატებული მომავლის ასაშენებლად. ჩვენმა ქვეყნებმა ასევე ერთად იმუშავეს გვერდიგვერდ, რათა მოეტანათ სტაბილურობა და მშვიდობა საქართველოსთვის, რეგიონისა და მსოფლიოსთვის. კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების მუდმივ ერთგულებას დაეხმაროს საქართველოს ააშენოს უსაფრთხო, აყვავებული, ევროპული დემოკრატია, რომელიც მის მოქალაქეებს სურთ და სავსებით იმსახურებენ“, – აცხადებს ბლინკენი.

 

მსგავსი თემები