უკრაინამ მორიგი იერიში მიიტანა როსტოვის ნავთობბაზაზე

უკრაინულმა ძალებმა დრონებით მორიგი იერიში რუსეთის როსტოვის რეგიონში, კამენსკისთან მდებარე ნავთობბაზაზე მიიტანეს, სადაც ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ცნობით, სამი რეზერვუარი იწვის.

ასევე, დრონებით თავდასხმა განხორციელდა კიროვის რეგიონის ქალაქ კოტელნიჩში მდებარე ნავთობის დეპოზეც.

რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითმა სისტემებმა ოთხი უკრაინული დრონი გაანადგურეს.

 

მსგავსი თემები