“ხელისუფლებას აქვს ძალიან დიდი პატივისცემა საქართველოს ეკლესიის მიმართ”- გიორგი ზვიადაძე

პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოს საქართველოს ხელისუფლება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას თავს ახვევს სხვა სამართლებრივ მოდელს. მისივე განმარტებით,ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის დღევანდელი ურთიერთობა ურთიერთპატივისცემაზეა დაფუძნებული.

„მიუღებელია, როდესაც ამ საკითხს ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება, ზოგიერთი ტელევიზია განიხილავს ისეთ კონტექსტში, თითქოს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოს ხელისუფლება თავს ახვევდეს სხვა სამართლებრივ მოდელს. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძალიან დიდი პატივისცემა საქართველოს ეკლესიის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიმართ, უდიდეს დახმარებას უწევს ჩვენი ხელისუფლება საქართველოს ეკლესიას, განსაკუთრებით განათლების სფეროში. ურთიერთობა, რაც დღეს არსებობს ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის, არის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული. ამ ხელისუფლების პირობებში არასოდეს ყოფილა მცდელობა, ეკლესიას რაიმე აზრი და საკუთარი შეხედულება თავს მოახვიოს. ამდენად, რაიმე ოფიციალურ დონეზე არ ყოფილა მცდელობა, საქართველოს ეკლესიამ შეცვალოს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დღეს არსებული სამართლებრივი მოდელი, რაც არის კონსტიტუციური შეთანხმება“- განაცხადა გიორგი ზვიადაძემ.

გიორგი ზვიადაძის თქმით, სახელმწიფო ეკლესიის სტატუსთან დაკავშირებით შემოთავაზება ნაკარნახევია მხოლოდ ეკლესიიის დახმარების და მისი ავტორიტეტის განმტკიცების სურვილით, მაგრამ ეკლესიის მხრიდან არის სამართლებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით.

 

მსგავსი თემები