,,ისრაელის საჰაერო თავდაცვის ძალები ჩვენი რკინის მუშტია, რომელმაც იცის, როგორ დაარტყას მტრის სუსტ წერტილს” – ნეთანიაჰუ

ისრაელის ძალები ღაზაში სახმელეთო ოპერაციას განაგრძობენ. ათასობით პალესტინელი დევნილი ,,ცახალის” მიერ გაცემული ევაკუაციის ბრძანების შემდეგ ქალაქ დეირ-ელ ბალახს ტოვებს.

ისრაელის ძალები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შედიან. ქალაქ გაზას ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სალაჰ ად-დინის სკოლაზე ისრაელის იერიშს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაჭრილია 15.

გაეროს დევნილთა სააგენტომ მომხდარს ,,შემზარავი თავდასხმა” უწოდა და შეშფოთება გამოთქვა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა და ცეცხლის სასწრაფოდ შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ საკუთარი პოზიცია გაუზიარა.

,,მზად ვართ, ვუპასუხოთ ნებისმიერ საფრთხეს, რომელიც გვემუქრება. მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, როგორც თავდაცვის, ასევე შეტევის კუთხით. ისრაელის საჰაერო თავდაცვის ძალები ჩვენი რკინის მუშტია, რომელმაც იცის, როგორ დაარტყას ჩვენი მტრის სუსტ წერტილს. თუ დაგვჭირდა, ამას თავიდან, უფრო პრინციპულად დავამტკიცებთ,” – აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

მსგავსი თემები