ჩუღურეთის რაიონში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძარი ერთ-ერთ იტალიურ ეზოში 2-სართულიან სახლს გაუჩნდა. ცნობილია, რომ შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა აღნიშნა, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობდნენ. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
რა გახდა შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.