“მეკარე წელში მუხლით დამეჯახა”- როგორია ბუდუ ზივზივაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

„კარლსრუეს“ ქართველი თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე, რომელიც ვარჯიშის დროს დაშავდა ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და სერიოზული არაფერია.

„გუშინ ვარჯიშზე, მეკარე წელში მუხლით დამეჯახა. საბედნიეროდ, სერიოზული არაფერია, დღეს უკვე კარგად ვარ და ახლა ვარჯიშზე გავდივარ” – ამბობს ზივზივაძე.

 კარლსრუეს“ ქართველი თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე ვარჯიშზე დაშავდა და იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა. ინფორმაცია გერმანულმა სპორტულმა გამოცემამ გაავრცელა.

 

მსგავსი თემები