“რუსეთს ჯარების ნაწილი უკრაინიდან კურსკის ოლქში გადაჰყავს“- კირბი

“რუსეთს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების პოზიციებიდან ჯარების ნაწილი კურსკის ოლქის მიმართულებით გადაჰყავს” – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბი ამბობს, რომ პროცესს აკვირდებიან.

„ვხედავთ, რომ ზოგიერთი რუსული ქვედანაყოფი გადამისამართებულია კურსკის ოლქში. დარწმუნებით ვერ გეტყვით რამდენია, რამდენი შეიძლება იყოს, ან რა განზრახვები ექნებათ, მაგრამ დავიწყეთ დაკვირვება, რომ ზოგიერთი რუსული შენაერთი კურსკის ოლქში გადამისამართდება. პუტინს და რუსებს კორექტირება მოუწიათ. ჩვენ ვხედავთ ნიშანს, რომ ისინი ცდილობენ გამაგრებას კურსკსა და მის გარშემო, იქ უკრაინის ოპერაციის შედეგად. ამისათვის უნდა აიღო აქტივები, რომლებიც ერთ ადგილას იყვნენ და აკეთებდნენ ერთ საქმეს და სხვაზე გადაამისამართო. ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ნამდვილად დილემაა-“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

 

მსგავსი თემები