ვიტალი გუგუჩიას ბრალი წარუდგინეს

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მისულ ვიტალი გუგუჩიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც მან ჟურნალისტებთან ბრალის წარდგენის შემდეგ განაცხადა, მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონია და მომხდარის უკან ,,ოცნების” დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე დგას.

,,დიდი მადლობა ხალხო ამ უზარმაზარი და წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვის, რასაც ეს თვეებია თქვენგან ვიღებ!
რომ არა თქვენი თანადგომა არც კი ვიცი როგორ გადაიტანდა ამ სტრესს ჩემი ოჯახი!
დღეს ბრალი წამიყენეს ორი მუხლით!
ათასითაც რომ წამიყენონ არაფერი შემაჩერებს! რამ უნდა გამაჩეროს?!
შვილებს ვუღალატო?!
მამას ვუღალატო?! დედას?! ბაბუას?! მათ დანატოვარს?!
ჩემს სამშობლოს?!
ჰოდა ამ 8 წლის წინ სწორედ ამ სისტემის ყოფილმა ნაწილმა ,,გირჩი” აღმოვაჩინე!
თავისუფლების რეალური შინაარსი გავიგე! მას მერე ისინი არიან ჩემი ოჯახის წევრები, სუფთა და მებრძოლი ადამიანები!
ჰოდა მაშინ დავიწერე:
,,მე არ ვარ ანტი სისტემური! სისტემაა – ანტი-მე!
,,შე**ცი მთავრობას!”
ჩვენ გავიმარჯვებთ სახელოვნად!
დიდება საქართველოს!
დიდება გმირებს!”, – წერს ვიტალი გუგუჩია სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები