ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას ,,ჰამასის” ლიდერთან ერთად დაესწრო

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას ,,ჰამასის” ლიდერთან ერთად დაესწრო. ფოტოს, სადაც კობახიძესთან და სხვა ლიდერებთან ერთად ,,ჰამასის” ლიდერი, ისმაილ ჰანიე ჩანს, მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

,,საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის მეჯლისში გაიმართა.

ირანის ახლად არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიას 70 ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაცია ესწრებოდა”, – წერს მთავრობის ადმინისტრაცია.

მსგავსი თემები