იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც კურიერს თავს დაესხა და დაჭრა

იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც ,,გლოვოს” კურიერს თავს დაესხა და ორივე ფეხში ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დამნაშავე, ამ დრომდე მიმალვაშა.

დაშავებულ 32 წლის თემო სიგუას, გუშინ, გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა. ახალგაზრდა კაცს ორივე ფეხის ტერფი შეუნარჩუნეს. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას კლინიკაში აგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ თავდასხმა 6 ივლისს ნუცუბიძის ქუჩაზე, საღამოს მოხდა. თემო სიგუას თავს შეკვეთის მიტანის შემდეგ დაესხნენ. როგორც ირკვევა, შეკვეთას ერთი ბოთლი ლუდი აკლდა, რის გამოც, 8 ადამიანი კურიერს ფიზიკურად გაუსწორდა. მას ორივე ფეხის არეში სამი ჭრილობა აქვს მიყენებული.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი თემები