ვიქტორ ორბანი პეკინში ჩავიდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პეკინში ჩავიდა. ინფორმაცია ორბანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა და ვიზიტის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით „მშვიდობის მისია 3.0 პეკინი“. შემდეგ პოსტში მან განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდება.

„ჩინეთი საკვანძო ძალაა რუსეთ-უკრაინის ომში მშვიდობის პირობების შესაქმნელად. სწორედ ამიტომ მოვედი პრეზიდენტ სისთან შესახვედრად პეკინში, ბუდაპეში მისი ოფიციალური ვიზიტიდან სულ რაღაც ორი თვის შემდეგ“, – წერს ორბანი.

მსგავსი თემები