ისრაელში ანტისამთავრებო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს

ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელის პოლიციამ თელ ავივში გამართული ანტისამთავრობო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. აქციის მონაწილეები, ისრაელის მთავრობისგან, „ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლების გათავისუფლებასთან ერთად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაც მოითხოვდნენ.

პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალა მას შემდეგ გამოიყენა, რაც მათ საავტომობილო მოძრაობა დაბლოკეს და ავტომაგისტრალზე დიდი კოცონი დაანთეს. პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა.

ანტისამთავრობო მიტინგები ასევე გაიმართა ისრაელის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის იერუსალიმში, კეისარიასა და ხაიფაში.

 

 

მსგავსი თემები