„მარკ რუტე ნატო-ს შესანიშნავი გენერალური მდივანი იქნება“ – ამის შესახებ ნატოს ამჟამინდელმა გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გამოცემა DPA-სთან ინტერვიუში განაცხადა.
სტოლტენბერგი ამბობს, რომ ის კმაყოფილია, რადგან ნატო-მ შეძლო ალიანსის შემდეგი გენერალური მდივნის კანდიდატურის თაობაზე შეთანხმების მიღწევა.
“მარკ რუტე ნატო-ს შესანიშნავი გენერალური მდივანი იქნება. უკვე ბევრი წელია ვიცნობ მას. მთელი ამ წლების განმავლობაში ის კონსენსუსის მიღწევისადმი თავის შესაძლებლობას აჩვენებდა, რომელსაც ის ნატო-ში მოიტანს” – განაცხადა სტოლტენბერგმა.