„ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც“ – ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ, აქციის მონაწილეებს მიმართავს. როგორც მან აღნიშნა, საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ.

„საქართველომ 33 წლის წინ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. თუმცა, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მერაბ კოსტავა გვაფრთხილებდა: „დაიმახსოვრეთ, თქვენ მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება, მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც“. მერაბ კოსტავას ეს შეგონება თითოეულ ფეხის ნაბიჯზე კარგად უნდა გვახსოვდეს. საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, 2030 წლამდე საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი.

მსგავსი თემები