შეიარაღებული კაცი, რომელიც მოსკოვის მახლობლად, სავარაუდოდ იანუკოვიჩის სახლში შეიჭრა, ლიკვიდირებულია

შეიარაღებული მამაკაცი, რომელმაც მოსკოვის მახლობლად სოფელ შერვუდში საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, ლიკვიდირებულია. ამის შესახებ რუსულ TASS-ს სამართალდამცავმა უწყებებმა განუცხადეს.

პოლიციამ დაადასტურა, რომ ის განეიტრალებულია.

„რადგან მოქალაქემ არ უპასუხა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნებს, უგულებელყო ჩაბარების მოწოდებები, ესროლა სამართალდამცავებს, გადაწყდა იძულებითი დაკავება, რა დროსაც გამოყენებული იყო სამსახურებრივი იარაღი და სპეციალური საშუალებები,”- აცხადებენ რუსი სამართალდამცველები.

პოლიციის თქმით, შემთხვევის ადგილზე პოლიციამ და რუსეთის გვარდიამ მოაწყეს აუცილებელი ოპერატიული ღონისძიებები.

,,კერძოდ, შემთხვევის ადგილი გადაკეტეს, პოლიციამ დაიწყო მოლაპარაკება თავდამსხმელთან, დაადგინა მისი ვინაობა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო 36 წლის სტუმარი კრასნოიარსკის ტერიტორიიდან”, – დასძინა მოსკოვის ოლქის პოლიციის შტაბის პრესსამსახურის უფროსმა.

მოსკოვის გარეუბანში, მამაკაცი იანუკოვიჩის სახლში შეიჭრა

მსგავსი თემები