56 წლის ჩინელი მილიონერი უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდებზე 27-ჯერ ჩაიჭრა

ჩინელი მილიონერი, 56 წლის ლიანგ ში უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდებზე 27-ჯერ ჩაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მილიონერი, კონკურენციას უწევდა თითქმის 13 მილიონ საშუალო სკოლის კურსდამთავრებულს, რომლებმაც ჩააბარეს გამოცდა წელს, იმ იმედით, რომ სიჩუანის უნივერსიტეტში ჩაირიცხებოდა.

,,არასასიამოვნო აზრია, რომ მე ვერ მოვახერხე კოლეჯის განათლების მიღება,” – განაცხადა ლიანგმა.

მილიონერს სამშენებლო მასალების ბიზნესი აქვს. ის უნივერსტიტეტში ჩაბარებას  1983 წლიდან, უშედეგოდ ცდილობს.

მსგავსი თემები