დღეს დილით, თბილისში, იოსელიანის ქუჩაზე შუახნის ასაკის ქალი საცხოვრებელი კორპუსის მე- 15 სართულიდან გადმოვარდა. 43 წლის ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.
თვითმხილველების თქმით, ქალი აივანზე სარეცხს ფენდა, რა დროსაც ფეხი გაუცურდა და მაღალი სართულიდან გადმოვარდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ.