გორის რაიონულმა სასამართლომ შვიდი თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 21 მაისს, დაახლოებით 01:00 საათზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, მ.შ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, უმწეო მდგომარეობაში მყოფ, თავის 7 შვილს სახეზე პლედი დააფარა და გაგუდა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა რვა წლის ვადით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როგორც 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანს, აღკვეთის ვადა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით“, – განაცხადა მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებისას.