„სამწუხაროდ დავმარცხდით. წინ კიდევ ორი მატჩია“- ბუდუ ზივზივაძე

ალბანეთის ნაკრებთან დამარცხების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ. მისი თქმით, მეტოქე გუნდს ნაკლები საგოლე მომენტები ჰქონდა, თუმცა ერთი გამოიყენეს. ზივზივაძე ამბობს, რომ წინ კიდევ ორი მატჩია და საქართველოს ნაკრები მაქსიმალური ქულების მოპოვებას შეეცდება.

„მადლობა გულშემატკივარს, რომელიც გვერდში გვედგა და გვამხნევებდა.სამწუხაროდ შედეგს ვერ მივაღწიეთ, რაც ძალიან სურდა ჩვენს გულშემატკივარს.დაიძაბა სიტუაცია, თუმცა წინ ორი თამაშია და ვეცდებით მაქსიამლური ქულები დავაგროვოთ.

რაც შეეხება დღევანდელ თამაშს-იმათმა გაიტანეს. ცოტა მომენტი ჰქონდათ – ერთი გამოიყენეს. პირადად მე ორი მომენტი მქონა, რომელიც ვერ გამოვიყენე. თუმცა ფეხბურთია, ხდება. სამწუხაროდ დავმარცხდით“- თქვა ბუდუ ზივზივაძემ.

მსგავსი თემები