ვარკეთილში დანით შეიარაღებულმა პირმა მარკეტი გაძარცვა

ვარკეთილში  “ბესთ მარკეტი” გაძარცვეს. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მარკეტში დანით შეიარაღებული პირი შეიჭრა და თანხის წაღებაც მოახერხა. წინასწარი ინფორმაციით, საუბარია დაახლოებით 500 ლარზე.

ამ წუთებში მე-4 მიკრორაიონში მდებარე მაღაზია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.  საქმეზე გამოძიება 178 მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.

მსგავსი თემები