“ჰეზბოლას” თავდასხმებს ისრაელში ორი ადამიანი ემსხვერპლა

„ჰეზბოლამ“ გოლანის მაღლობების, კირიათ შმონასა და გალილეას მიმართულებით რაკეტები გაუშვა, რის შედეგადაც ისრაელის ორი მოქალაქე დაიღუპა.

„დღეს, კირიათ შმონაში მოხდა ის, რისიც გვეშინოდა. წყვილი, რომელიც ძაღლთან ერთად სეირნობდა, რაკეტას ემსხვერპლა“-  პოლიციის განაცხადა მეთაურმა, ელი სილოკმა.

მედიის ცნობით, ერთი რაკეტა სასწრაფო დახმარების მანქანასთან ჩამოვარდა. ხანძარი გაჩნდა ასევე ქალაქის გარშემო მდებარე რამდენიმე შენობაზე და ღია ტერიტორიაზე.

 

“ირანზე თავდასხმა იქნება მომაკვდინებელი”- ისრაელის თავდაცვის მინისტრი

მსგავსი თემები