“ირანზე თავდასხმა იქნება მომაკვდინებელი”- ისრაელის თავდაცვის მინისტრი

“ისრაელის ირანზე თავდასხმა იქნება მომაკვდინებელი, ზუსტი და განსაკუთრებით გამაოგნებელი” – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.

„ირანი ვერ გაიაზრებს, თუ რა დაემართა მას, ან როგორ“-აღნიშნა  გალანტმა.

იოავ გალანტის განცხადებით, ისრაელის უსაფრთხოების სისტემა, ჯარისკაციდან პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, ორიენტირებულია ირანზე თავდასხმის საკითხზე.

მსგავსი თემები