სამი დღე მნიშვნელოვან მატჩამდე და გუნდის ახალი წევრი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უკვე მეორე დღეა პოლონეთში იმყოფება და ქალაქ პოზნანში ვარჯიშობს. მნიშვნელოვან მატჩამდე სამი დღე რჩება. 11 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ქართველი გულშემატკივრის გახარებას, ამჯერად, უკრაინის ეროვნული ნაკრების დამარცხებით შეეცდება.

ვილი სანიოლს გუნდში ერთი ახალწვეული ჰყავს – გიორგი გულიაშვილი, რომელიც ბოსნიურ “სარაევოში” თამაშობს.

უკრაინელებმა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, 9-დან 6 შეხვედრაში დაგვამარცხეს.

 

 

 

 

მსგავსი თემები