“საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივეცით და მისი უკან წაღება შეგვიძლია”- მარკეტა გრეგოროვა

“საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივეცით და მისი უკან წაღება შეგვიძლია, ვიზალიბერალიზაცია მივეცით და მისი უკან წაღება შეგვიძლია”- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტის საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, გრეგოროვას განმარტებით, ინდივიდუალური სანქციები გადაიდო იმ იმედით, რომ საქართველო არ დაკარგულიყო, „მაგრამ ვკარგავთ”.

“ჩემს გულში ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილი მქონდა საქართველოსთვის. მისი ევროპული მომავლისთვის დიდი იმედები მქონდა, თუმცა საქართველოს მთავრობას სხვა გეგმები ჰქონდა. ქმედებებისა და შემოთავაზებული და მიღებული კანონების სერია ადასტურებს, რომ ამჟამინდელ მთავრობას ევროპული მომავლის არანაირი ინტერესი არ გააჩნია. ის თავის პოლიტიკას ცვლის, რათა უფრო მჭიდროდ იყოს რუსეთთან და თავის კანონებს ცვლის, რათა „მილსადენი“ იყოს რუსი ოლიგარქებისთვის”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ქართველი ხალხისთვის მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, თუ ვინ აშორებს ქვეყანას ევროპულ გზას. მან ქართველ ხალხს მომავალ კვირებში ძალა უსურვა.

მსგავსი თემები