დონორთა კონფერენციაზე უკრაინისთვის 6.5 მილიარდი დოლარი შეგროვდა

პოლონეთში, კერძოდ ვარშავაში მიმდინარე დონორთა კონფერენციაზე, მონაწილე ქვეყნებმა უკრაინისთვის 6.5 მილიარდი დოლარი შეაგროვეს. კონფერენციას საქართველოდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება.

აღნიშნული თანხის შეგროვება სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის, ბიზნესის თუ ორგანიზაციების დახმარებით მოხერხდა.

დონორთა კონფერენციის ინიციატორები პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი და შვედეთის პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი არიან. კონფერენციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ესწრება.

„იარაღი, სანქციები, დაფინანსება და ევროპული პერსპექტივა“ – დენის შმიგალი პოლონეთში

მსგავსი თემები