ნიდერლანდებმა უკრაინას F-16-ების პირველი პარტია გადასცა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე მიიღეს პირველი F-16 გამანადგურებლები ნიდერლანდებისგან. ინფორმაცი ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა დაადასტურა, თუმცა არ დააკონკრეტა რამდენი ერთეული თვითმფრინავი გადაეცა უკრაინას. მინისტრმა მხოლოდ ის თქვა რომ კიდევ 24 ავიაგამანადგურებელს მომდევნო თვეებში გადასცემენ ომში მყოფ ქვეყანას.

„ეს სასწრაფოდ საჭიროა. ხარკოვში დავინახე რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნგრევა და გამუდმებით მესმოდა საჰაერო თავდასხმის სიგნალები“, – წერს ბრეკელმანსი, რომელიც კვირას უკრაინაში იმყოფებოდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნიდერლანდები გამოყოფს 400 მილიონ ევროს უკრაინის არმიის თანამედროვე თვითმფრინავების სათვალთვალო, თავდაცვისა და თავდასხმის აღჭურვის პროგრამისთვის.

ივლისის ბოლოს ბრიტანულმა გაზეთმა Times-მა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკვე ჰქონდა მიღებული ექვსი F-16 გამანადგურებელი ნიდერლანდებისგან.

მსგავსი თემები