ბუდუ და ბავშვები მოედანზე (video)

ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ მეორე ბუნდესლიგაში „დარმშტადტს“ უმასპინძლა, შეხვედრა 3:3 დასრულდა. მატჩის შემდეგ ზივზივაძე, როგორც ყოველთვის, ქართველ ქომაგებს მიესალმა. მას განსაკუთრებით პატარა გულშემატკივრები ელოდებოდნენ. ბავშვებმა მას „ზღაპრის ბოლო კეთილია“ უმღერეს და საყვარელი ფეხბურთელისგან ავტოგრაფებიც აიღეს.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ჩატარებული რვა ტურის შემდეგ ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ 16 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა.

მსგავსი თემები