მარტვილის სოფელ, სალხინოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორსულის მდგომარეობა, კრიტიკულად მძიმედ რჩება. როგორც ახლობლები აცხადებენ, 5 თვის ნაყოფი დაიღუპა, ხოლო მედიკოსები ქალის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ.
არსებული ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია.გამოძიება შსს-მ სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.