“ყოველთვის ვგრძნობ საქართველოს მხარდაჭერას”- დვალიშვილი

“ყოველთვის ვგრძნობ საქართველოს მხარდაჭერას. ჩემი ოცნება იყო, რომ ქართველ ხალხთან აღმენიშნა ეს გამარჯვება და სიხარული” -ამის შესახებ UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა ფილარმონიასთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მას მხარდამჭერები დახვდნენ.

“ეს არის ჩემი უზარმაზარი მოტივაცია და დარწმუნებული ვარ, უამრავი ახალგაზრდის, უამრავი სპორტსმენის თუ ზოგადად, სტუდენტის. ის უნდა იყოს მოტივაცია, რომ წარმატება და შრომა ფასდება. ყველაფერი შესაძლებელია, მე გაჩერებას არ ვაპირებ. კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება წინ”- განაცხადა დვალიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად არის.

 

“არსად არ იგრძნობა გამარჯვება ისე, როგორც სამშობლოში!”- დვალიშვილი საქართველოშია (video)

მსგავსი თემები