ლიბანში პეიჯერების აფეთქებამ „ჰეზბოლას“ 1 500-მდე მებრძოლი ქმედითუუნარო გახადა

ლიბანში პეიჯერების და რაციების აფეთქების შედეგად დაჯგუფება „ჰეზბოლას“ 1 500-მდე მებრძოლი ქმედითუუნარო გახდა. მებრძოლთა უმეტესობამ მხედველობა დაკარგა, ხოლო ნაწილი ზედა კიდურების გარეშე დარჩა.

როგორც Reuters-ი იუწყება, მიუხედავად იმისა, რომ პეიჯერების აფეთქებამ „ჰეზბოლას“ სერიოზული ზიანი მიაყენა, დაჯგუფებას მაინც ჰყავს 40-დან 50 ათასამდე მებრძოლი. დაჯგუფების ლიდერის ჰასან ნასრალას განცახებით კი, „ჰეზბოლას“ 100 ათასი მებრძოლი ჰყავს.

სექტემბერში ლიბანში პეიჯერები და რაციები აფეთქდა, რომლებსაც „ჰეზბოლას“ წევრები იყენებდნენ. შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა. ლიბანი და „ჰეზბოლა“ მომხდარში ისრაელს ადანაშაულებენ, რომელიც ბრალდებებს უარყოფს.

მსგავსი თემები